სსიპ აჭარის მუზეუმი - ხელოვნების მუზეუმის გალერეაში 29 ივლისს 16:00 საათზე გაიმართა სახვითი ხელოვნების IV საერთაშორისო ფესტივალი „წელიწადის ოთხი დრო - მეგობრობის პალიტრა” - დასკვნითი გამოფენა. გამოფენაში მონაწილეობს 4 თბილისელი /გოგი ხახუტაშვილი, მურთაზ შველიძე, თეონა პაიჭაძე, ქეთი ბათიაშვილი/ და 6 ბათუმელი მხატვარი /გურამ ფუტკარაძე, აკაკი ჯაში, ზურა ფაღავა, თამთა დარჩია, ირინა ტორონჯაძე, ბექა ბოლქვაძე/.
მსოფლიოში არსებული კოვიდსიტუაციის გამო, ერთობლივი ხატვის პროცესი ამოღებულია ფესტივალის განრიგიდან, რის გამოც ექსპონირებული იქნება კოვიდ რეგულაციებზე ადაპტირებული, დისტანციურად შესრულებული ნამუშევრები.
ფესტივალის ავტორი და ორგანიზატორი - საქართველოს კულტურის ხელშეწყობის და განვითარების ფონდი. თავმჯდომარე - გიორგი გუგუშვილი.